Posts

Showing posts from July, 2017
ანდაზები და აფორიზმები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის კრებულიდან "ქვიშა და ქაფი" /ინგლისურიდან თარგმნა ირმა მახარაძემ/ *** მ ე მარადჟამ დავაბიჯებ ამ ნაპირებზე, ქვიშასა და ქაფს შორის, მოქცევა წაშლის ჩემს ნაფეხურებს, ქარი გაფანტავს ქაფს, ზღვა და ნაპირი კი სამუდამოდ დარჩება. *** ე რთხელ ხელი ნისლით ავივსე, მერე გავშალე და დახეთ, ნისლი სითბო იყო. ხელი მუშტად შევკარი, ისევ გავშალე და დახეთ, იქ ჩიტი იყო. და ისევ შევკარი და გავშალე ხელი. ხელის გულზე კაცი იდგა მწუხარე სახით, თავდაყირა. ისევ შევკარი ხელი და, როცა გავხსენი, აღარაფერი დამხვდა ნისლის გარდა. თუმც კი საოცრად დამატკბობელი სიმღერა შემომესმა. *** ჯ ერ კიდევ გუშინ ჩემი თავი ცხოვრების სფეროში ურითმოდ მოცახცახე ნაფლეთი მეგონა. ახლა ვიცი, რომ სფერო თავად ვარ და მთელი ცხოვრება ჩემში მოძრავი რითმული ნაფლეთებია. *** თ ავიანთი მღვიძარების ჟამს მეუბნებიან: “შენ და ის სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, მხოლოდ ქვიშის მარცვალი ხართ თვალუწვდენელი ზღვის უკიდეგანო სანაპიროზე”. მე კი სიზმარში ვპასუხობ: “თვალუწვდენელი ზღვა მე ვარ და ყველ...