Posts

Showing posts from July, 2018

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი "შლეგი" (ინგლისურიდან თარგმნა ირმა მახარაძემ)

როგორ გავხდი შლეგი გსურთ იცოდეთ, როგორ გავხდი შლეგი? ასე იყო: ერთ დღეს, სანამ ბევრი ღმერთი გაჩნდებოდა, ღრმა ძილიდან გაღვიძებულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი შვიდივე ნიღაბი მოეპარათ. ის ნიღბები მე შევქმენი და შვიდ ცხოვრებაში ვატარებდი. ხალხით გადაჭედილ ქუჩაში უნიღბოდ გავვარდი და ვყვიროდი: "ქურდები, წყეული ქურდები!" ხალხმა დამცინა. ზოგი სახლშიც კი გაიქცა, შეშინებული.  როცა ბაზარს მივუახლოვდი, ერთმა ახალგაზრდამ, სახლის ბანზე რომ იდგა, დაიყვირა: "შლეგია, შლეგი!" ზევით ავიხედე, რომ შემეხედა. ამ დროს მზე პირველად ეამბორა ჩემს უნიღბო სახეს. სული მაშინვე მზის სიყვარულით ამენთო. ნიღბები აღარ მინდოდა. აღტყინებულმა შევძახე: "კურთხეულ იყვნენ ქურდები, რომლებმაც ნიღბები მომპარეს!" ასე გავხდი შლეგი. თავისუფლებაცა და უსაფრთხოებაც სიშლეგეში ვპოვე; მარტოობის თავისუფლება და იმისგან უსაფრთხოება, რომ ადამიანებმა გამიგონ, რადგან ვინც გვიგებს, ჩვენს ნაწილს იმონებს. მაგრამ ნება მიბოძეთ, ჩემი უსაფრთხოებით ზედმეტად არ გავკადნიერდე. ციხეში გამომწყვდეული ქურდიც კი დ...