ანდაზები და აფორიზმები ჯიბრან ხალილ ჯიბრანის კრებულიდან "ქვიშა და ქაფი"

/ინგლისურიდან თარგმნა ირმა მახარაძემ/


***
ე მარადჟამ დავაბიჯებ ამ ნაპირებზე, ქვიშასა და ქაფს შორის, მოქცევა წაშლის ჩემს ნაფეხურებს, ქარი გაფანტავს ქაფს, ზღვა და ნაპირი კი სამუდამოდ დარჩება.


***
რთხელ ხელი ნისლით ავივსე, მერე გავშალე და დახეთ, ნისლი სითბო იყო. ხელი მუშტად შევკარი, ისევ გავშალე და დახეთ, იქ ჩიტი იყო. და ისევ შევკარი და გავშალე ხელი. ხელის გულზე კაცი იდგა მწუხარე სახით, თავდაყირა. ისევ შევკარი ხელი და, როცა გავხსენი, აღარაფერი დამხვდა ნისლის გარდა. თუმც კი საოცრად დამატკბობელი სიმღერა შემომესმა.


***
ერ კიდევ გუშინ ჩემი თავი ცხოვრების სფეროში ურითმოდ მოცახცახე ნაფლეთი მეგონა. ახლა ვიცი, რომ სფერო თავად ვარ და მთელი ცხოვრება ჩემში მოძრავი რითმული ნაფლეთებია.


***
ავიანთი მღვიძარების ჟამს მეუბნებიან: “შენ და ის სამყარო, რომელშიც ცხოვრობ, მხოლოდ ქვიშის მარცვალი ხართ თვალუწვდენელი ზღვის უკიდეგანო სანაპიროზე”. მე კი სიზმარში ვპასუხობ: “თვალუწვდენელი ზღვა მე ვარ და ყველა სამყარო მხოლოდ ქვიშის მარცვალია ჩემს სანაპიროზე.”


***
ხოლოდ ერთხელ დავკარგე მეტყველების უნარი. ეს მაშინ მოხდა, როცა ვიღაცამ მკითხა: “ვინ ხარ შენ?”


***
ვთის პირველი ფიქრი ანგელოზი იყო. ღვთის პირველი სიტყვა - ადამიანი.


***
ფინქსმა მხოლოდ ერთხელ დაილაპარაკა. თქვა: “ქვიშის მარცვალი უდაბნოა. უდაბნო ქვიშის მარცვალია; ახლა ყველანი ისევ დავდუმდეთ.” მე გავიგონე სფინქსის ნათქვამი, მაგრამ ვერ გავიგე.


***
იდხანს ვიწექი მდუმარედ ეგვიპტის მტვერში და არ ვიცოდი წლის რომელი დროა. შემდეგ მზემ სიცოცხლე მომანიჭა, ავდექი და ნილოსის ნაპირებს გავუყევი. დღისით ვმღეროდი და ღამით ვოცნებობდი. ახლა მზის სხივები ჩემს სხეულში შემოდის, რათა შევძლო ისევ დავწვე ეგვიპტის მტვერში. მაგრამ დახეთ სასწაულს! სწორედ ის მზე, სიცოცხლე რომ მომანიჭა, ვეღარ მფანტავს თავისი სხივებით. მე ისევ მტკიცედ ვდგავარ ფეხზე და ნილოსის ნაპირებზე დავაბიჯებ.


***
ვენ უთვალავი მზის მოძრაობის მიხედვით ვზომავთ დროს; ისინი კი დროის საზომად პატარა მოწყობილობებს იყენებენ, რომლებსაც ჯიბით ატარებენ. ახლა მითხარით, როგორ შევძლებთ ერთსა და იმავე დროსა და ადგილას შევხვდეთ ერთმანეთს?


***
ზესა და დედამიწას შორის მანძილი მცირედ მოეჩვენება მას, ვინც ირმის ნახტომიდან გადმოიხედავს.


***
ულებს, ზეცაში რომ დაივანებენ, არ შურთ ადამიანის, ტკივილის განცდა რომ შეუძლია?


***
მინდა ქალაქისკენ მიმავალ გზაზე პილიგრიმი შემხვდა.
ვკითხე: “ეს ნამდვილად წმინდა ქალაქისკენ მიმავალი გზაა?”
მიპასუხა: “მომყევი და წმინდა ქალაქში ერთ დღე-ღამეში ჩახვალ.”
მივყევი. მრავალმა დღემ და ღამემ განვლო. წმინდა ქალაქს მაინც ვერ მივაღწიეთ.
საკვირველია, მაგრამ ჩემზე გაბრაზდა, მცდარი გზით რომ წამიყვანა.


***
მერთო, დაე, მე გავხდე ლომის ნადავლი, ვიდრე კურდღელი მოვინადირო.


***
ანთიადს ვერ მიაღწევ, თუ ღამის ბილიკს არ გაივლი.


***
ემი სახლი მეუბნება: “ნუ დამტოვებ, აქ შენი წარსული ცხოვრობს.”
გზა მეუბნება: “ადექი და გამომყევი, მე შენი მომავალი ვარ.”
მე ორივეს ვეუბნები, სახლსაც და გზასაც: “არც წარსული მაქვს, არც მომავალი. თუ აქ დავრჩები, ჩემი დარჩენა წასვლის ტოლფასია; წასვლა - დარჩენის ტოლფასი. მხოლოდ სიყვარული და სიკვდილი შეცვლის ყველაფერს.”


***
ვიდჯერ ავიგდე აბუჩად ჩემი სული:
პირველად, როცა მოკრძალება შევატყვე, წარმატების მიღწევა რომ შეძლო.
მეორედ, როცა ხეიბარს თავი კოჭლად მოაჩვენა.
მესამედ, როცა არჩევანი ჰქონდა რთულსა და მარტივს შორის და მარტივი აირჩია.
მეოთხედ, როცა შეცდა და თავი იმით დაიმშვიდა, რომ სხვებიც ცდებიან.
მეხუთედ, როცა სისუსტის გამო მოითმინა და ეს მოთმინება ძლიერებას მიაწერა.
მეექვსედ, როცა სახის სიმახინჯე შეიჯავრა და არ იცოდა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ნიღაბი იყო.
და მეშვიდედ, როცა პირფერობა ღირსებად ჩაეთვალა..


***
რ ვიცი, რა არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, მაგრამ გაცნობიერებული მაქვს საკუთარი უმეცრება. სწორედ ეს არის ჩემი ღირსება და ჯილდო.


***
ამოთხე იქ არის, აი, იმ კარის უკან, მეორე ოთახში, მაგრამ გასაღები დავკარგე. ალბათ, მცდარი გზით ვიარე.


***
ენ ღვინოს სვამ, რათა დაგათროს, მე კი ვსვამ, იქნებ სხვა თრობისგან გამომაფხიზლოს. 


***
ახევარი იმისა, რასაც ვამბობ, უაზრობა, მაგრამ ისე ვამბობ, რომ მეორე ნახევარმა შეძლოს შენთან მოღწევა.


***
ემი ცხოვრების ხმა შენი ცხოვრების სმენას ვერ მიწვდება, მაგრამ მოდი, ვისაუბროთ, რომ მარტოობა არ ვიგრძნოთ.


***
აყაყებმა, იქნებ, შეძლონ და ხარებზე ხმამაღლა იბღავლონ, მაგრამ ვერასოდეს მოხნავენ მინდორს, ვერც ჭაპანს გასწევენ და მათი არც ტყავი გამოდგება ფეხსაცმლის შესაკერად.


***
ეები დედამიწის მიერ ცაზე დაწერილი პოემებია. ჩვენ ვჭრით მათ და ქაღალდად ვაქცევთ, რომ ჩვენი სიცარიელის ჩაწერა შევძლოთ.


***
ლეგი არ არის არც შენზე და არც ჩემზე ნაკლები მუსიკოსი, უბრალოდ, ინსტრუმენტი, რომელზეც ის უკრავს, ცოტათი მოშლილია.


***
შმაკი სწორედ იმ დღეს მოკვდა, როცა დაიბადე. ახლა აღარ მოგიწევს ჯოჯოხეთის გავლა ანგელოზის შესახვედრად.


***
ავისუფალი ხარ დღისით მზისა და ღამით ვარსკვლავების წინაშე; თავისუფალი ხარ, როცა არც მზეა, არც მთვარე და არც ვარსკვლავები. მაშინაც თავისუფალი ხარ, როცა ყველაფერზე თვალებს ხუჭავ. მაგრამ მონა ხარ მისი, ვინც გიყვარს, იმიტომ, რომ გიყვარს და მონა ხარ მისი, ვისაც უყვარხარ, იმიტომ, რომ უყვარხარ.


***
ულმოწყალე მგელმა მიამიტ ცხვარს უთხრა: “დასდებ პატივს ჩვენს სახლს შენი სტუმრობით”? ცხვარმა უპასუხა: “პატივი იქნებოდა ჩვენთვის შენი სახლის სტუმრობა, შენი სახლი შენივე მუცელი რომ არ ყოფილიყო.”


***
ელგაშლილობა არ არის მომცე, რაც შენზე მეტად მჭირდება, ხელგაშლილობაა მომცე ის, რაც ჩემზე მეტად გჭირდება.


***
ამდვილად ქველმოქმედი ხარ, როცა მოწყალების გაცემის დროს პირს იბრუნებ, მიმღების დამორცხვება რომ არ დაინახო.


***
ანსხვავება უმდიდრესსა და უღარიბესს შორის მხოლოდ შიმშილის ერთი დღე და წყურვილის ერთი საათია.


***
უ თევზს ითხოვ და გველს გაძლევენ, ალბათ გველის გარდა არაფერი აქვთ მოსაცემი. ამგვარად, მათი მხრიდან ეს ხელგაშლილობაა.


***
ინც ჭუჭყიან ხელებს ტანსაცმელზე შეგაწმენდს, გაატანე შენი სამოსი. მას შეიძლება ისევ დასჭირდეს, შენ კი ნამდვილად აღარ გამოგადგება.


***
ათ ჩვენ წინაშე სიმდიდრე გამოფინეს: ოქრო-ვერცხლი, სპილოს ძვალი და აბანოზი. ჩვენ მათ გული და სული გადავუშალეთ. მიუხედავად ამისა, თავი მასპინძლები ჰგონიათ, ჩვენ კი – სტუმრები.


***
რთხელ ნაკადულს ზღვის შესახებ ვესაუბრე და მას მხოლოდ მდიდარი წარმოსახვის მქონე მეზღაპრე ვეგონე; ერთხელაც ზღვას ვესაუბრე ნაკადულის შესახებ და ეგონა, ნაკადულს ცილისწამებით ვაკნინებდი.


***
ს წელიწადში ერთხელ იესო ნაზარეველი ბაღში, ლიბანის ბორცვებს შორის, ქრისტიანთა იესოს ხვდება. ისინი დიდხანს საუბრობენ. ყოველი შეხვედრის ბოლოს, წასვლისას, იესო ნაზარეველი ქრისტიანთა იესოს ეუბნება: “მეგობარო, ვშიშობ, ვერასოდეს გავუგებთ ერთმანეთს.”


***
ვიდი საუკუნის წინ ღრმა ხეობიდან მთის თოვლივით ქათქათა მწვერვალისკენ შვიდი თეთრი მტრედი გაფრინდა. შვიდ კაცთაგან ერთ-ერთმა, ვინც ამას უყურებდა, თქვა: “მეშვიდე მტრედის ფრთაზე შავ წერტილს ვხედავ”. დღეს ამ ხეობაში ხალხისგან შვიდი შავი მტრედის ამბავს მოისმენ, რომლებიც დათოვლილი მწვერვალისკენ გაფრინდნენ.


***
ეტავ, იუდას დედას თავისი შვილი ნაკლებად უყვარდა, ვიდრე მარიამს იესო?


***
ამი სასწაულია ჩვენს ძმასთან, იესოსთან დაკავშირებული, რომლებიც წმინდა წიგნში არ ასახულა. პირველი: იგი ისეთივე ადამიანი იყო, როგორებიც შენ და მე ვართ. მეორე: მას იუმორის გრძნობა ჰქონდა. მესამე: მან იცოდა, რომ დამარცხებით გაიმარჯვა.

Comments

Popular posts from this blog

ჯიბრან ხალილ ჯიბრანი "შლეგი" (ინგლისურიდან თარგმნა ირმა მახარაძემ)